“ლიბერთი ბანკი” ქართველ პარაოლიმპიელებს მხარს უჭერს

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე  ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ. 9-18 მარტს კორეაში, ქალაქ პიოჩანგში ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები ტარდება, სადაც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.

9 მარტს ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე,  საქართველოს  დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად წარადგენს.

ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას, მათ ეკიპირებას კი “ლიბერთი ბანკი” უზრუნველყოფს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები