თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და გლდანის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრე ქავთარაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის და ქვემო მელითონეთა დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები