გია მაისაშვილს საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ

ქართველი პოლიტიკოსის, ლიდერთა სკოლის დამფუძნებლის, გია მაისაშვილის ცხედარს აშშ-დან საქართველოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ. გია მაისაშვილს სიონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც ხვალ და ზეგ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. მაისაშვილის ცხედარს სიონიდან 6 მარტს, 15:00 საათზე გამოასვენებენ და კოსტა ხეთაგუროვის 7 ნომერში მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

გია მაისაშვილი 26 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, ის ბოლო რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები