საპატრიარქო: მოპოვებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს

“ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის საპატრიარქოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ავრცელებს.

„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს. მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს. ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ჩამოასვენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები