ილია მეორე: ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით

“ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც ილია მეორე აღნიშნა, თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა, ლოცვა ვერ მიდის უფალთან.

„თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია ადამიანის ცხოვრება და ეს სულიერი ბრძოლა განსაკუთრებით ძლიერდება მარხვის დროს, როცა ადამიანი სულიერად მოღვაწეობს. თუ სიმშვიდეს არ მიაღწია ადამიანმა, ლოცვა ვერ მიდის უფალთან. სიმშვიდე – ეს ყველაფერია, სიმშვიდე გულისა, სიმშვიდე გონებისა, სიმშვიდე ოჯახში, სიმშვიდე სამსახურში. როგორ მიაღწიოს ადამიანმა სიმშვიდეს, როცა ჩვენ გარშემო ასეთი მღელვარებაა? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, შენდობა მივცეთ ერთმანეთს ჩვენი დანაშაულის გამო. თუ ადამიანი აპატიებს მოყვასსა თვისსა, ის სიმშვიდე თავისთავად დაისადგურებს მასში. დღევანდელ დღეს, როცა ასეთი მღელვარებაა, ასეთი გაურკვეველი მდგომარეობაა ოჯახებში, მშობლებსა და შვილებს შორის, და-ძმათა შორის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავთან. ჩვენს თავს თუ დავძლევთ, ყველაფერს დავძლევთ და ყველაფერში გამარჯვებული ვიქნებით”,- აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები