დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა

2018 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48 %-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა.

როგორც „კვირას“ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% უცხოელი. საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა. 2018 წლის 2 თვის მონაცემებით, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება:თბილისის ეროვნული პარკი; ყაზბეგის ეროვნულ პარკი; პრომეთეს მღვიმე; ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი; ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები