ისნის რაიონის გამგებელი: ხანძრის შედეგად ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი

სამგორში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და სხვა საწყობებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს.

“ჯორჯიან პროდაქსს” აქ ჰქონდა რამდენიმე საწყობი. სამწუხაროდ, ის, სადაც ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი იყო, დაიწვა. რამდენიმე სახის პროდუქციას აწარმოებდნენ. ერთ-ერთი პროდუქცია შინაური ცხოველების სახლები იყო, რომელიც ძირითადად, ევროპაში იყიდებოდა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, სხვა საწყობებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს. საბედნიეროდ, ამ საწყობთან არ გვაქვს საცხოვრებელი სახლები და არც სხვა კომპანიების საწყობებს გადასდებია ცეცხლი. ძალიან მცირე კერებია დარჩენილი, რომელსაც ახლა აქრობენ. სერიოზული ზარალია, რასაც ვუყურებთ. მიზეზი არავინ იცის. დაზღვეულია თუ არა ობიექტი, ამის შესახებ დეტალები არ ვიცი. რაც შეუძლია გამგეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დავეხმარებით“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

არსებული ინფორმაციით, საწარმო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები