სამგორში ხანძარი ლოკალიზებულია

სამგორში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სამგორში, ხის საწყობში, ხანძარი დილით გაჩნდა. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები