„საბა კონსტრაქშენმა“ დედებს დაუვიწყარი საჩუქრები გადასცა

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ გასართობ ცენტრ „ბუმბუმში“, დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დედებს დაუვიწყარი საჩუქრები გადასცა. ღონისძიება მედიასააგენტო „კლიპ-არტის“ ორგანიზებით გაიმართა.
კომპანია „საბა კონსტრაქშენის” დირექტორის, ლევან თარგამაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებებისა და ინიციატივების დაფინანსებას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს .
„პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე ყველა დედას მივულოცო. მედიასააგენტო „კლიპ-არტმა“ შემოგვთავაზა იდეა, რომ ასეთი ღონისძიება დაგვესპონსორებინა. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო ინიციატივა აღმოჩნდა და დავაფინანსეთ. ღონისძიების დასასრულს, დედებს გრანდიოზული და ექსკლუზიური საჩუქრები გადავეცით და ეს ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ, გასართობი ღონისძიება. ჩვენი კომპანია მსგავს ინიციატივებს მიესალმება და ყოველთვის დავაფინანსებთ საინტერესო იდეას“, – განაცხადა ლევან თარგამაძემ.
„კლიპ-არტმა“ დედებს ბავშვების ნახატების მიხედვით შეკერილი “სოკომოროს” თოჯინები აჩუქა.
„ჩვენ ბავშვებს დავახატინეთ დედები. ნახატების შესაბამისად, შევკერეთ თოჯინები და დღევანდელ ღონისძიებაზე ვაჩუქეთ დედებს. პრაქტიკულად, პატარებმა დედებს საკუთარი თავი აჩუქეს“, – განაცხადა „კლიპ-არტის“ წარმომადგენელმა, თამთა კალანდაძემ.
გარდა თოჯინებისა, „კლიპ-არტმა“ დედებს სხვა უამრავი საჩუქარიც გაუკეთა. გასართობი პროგრამები გათვალისწინებული იყო დედებისთვისაც და ბავშვებისთვისაც.
სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“, დაარსებიდან დღემდე, ათეულობით ინოვაციური პროექტი განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები