“ტროტუარები ღრმულოვან ადგილზე გაკეთდა” – როგორ გამოიყურება ქუთაისში დაგებული ასფალტი (ფოტო)

სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ლუკა ფეიქრიშვილმა ფეისბუქზე სურათი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ასფალტი სანახევროდაა დაგებული. მომხმარებელს აღნიშნულ პოსტზე ქუთაისის მერიაც ჰყავს მონიშნული.
“ეს რა გიქნიათ
ნახევარი ასფალტი დააგეთ?
გეფიცები, რაც იყო, ის უფრო სუფთა და ლამაზი იყო, ვიდრე ეს, რაც თქვენ გააკეთეთ მაღალი ტექნოლოგიებით, კაცურად, დომინო ითამაშეთ?”, – წერს ლუკა ფეიქრიშვილი.
“კვირა” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მერიამ მხოლოდ ღრმულები შეაკეთა და კაპიტალური რესტავრაცია არ მომხდარა. თუმცა, მათივე ინფორმაციით, ყოველივე ეს მოსახლეობის მოთხოვნით ხდება და სამუშაოები კვლავ გრძელდება.
“ავტომშენებლის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია მხოლოდ ღრმულოვან ადგილზე გაკეთდა. ეს იყო მოსახლეობის თხოვნა, რომელიც მერმა დააკმაყოფილა და დავიწყეთ სამუშაოები. ეს არა არის კაპიტალური შეკეთება, სწორედ ამიტომაცაა ასფალტი მხოლოდ იმ ადგილებში დაგებული სადაც სავალი ნაწილი დაზიანებული იყო”,- აცხადებენ ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურში.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები