ბარათაშვილის ხიდთან მდებარე შენობიდან შუშა ჩამოვარდა – დაშავდა 6 ბავშვი

ბარათაშვილის ხიდთან მდებარე შუშებიანი შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებიდან 3 მოზარდი ინგოროყვას სახელობის საუნივესიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, 3 – კი, “ამტელ ჰოსპიტალში”.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოზარდმა გონება დაკარგა.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები