„არდი დაზღვევას“ სასამართლომ BSA-ს წევრი კომპანიისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა

ქართულ სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევას“ არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებისთვის სასამართლომ BSA-ს წევრი კომპანიისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას The Software Alliance ავრცელებს მისი წევრის Microsoft Corporation-ის მიერ საქართველოში ინიცირებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მიერ მიღებული პრეცედენტული გადაწყვეტილების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპიუტერული პროგრამების უნებართვო გამოყენების გზით Microsoft-ის საავტორო უფლებების დარღვევისთვის საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ სადაზღვევო კომპანიას „არდი დაზღვევას“ დააკისრა ვალდებულება Microsoft-ს კომპენსაციის სახით გადაუხადოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა Microsoft-ის საავტორო უფლებები Microsoft Windows საოპერაციო სისტემისა და Office- ის პროგრამების არალიცენზირებული ვერსიების გამოყენების გზით. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, „არდი დაზღვევას“ დაეკისრა ვალდებულება Microsoft-ს გადაუხადოს კომპანიაში განთავსებულ კომპიუტერებში ინსტალირებული თითოეული არალიცენზირებული პროგრამის საცალო ღირებულების 10-მაგი ოდენობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილება წარმოადგენს საქართველოში პირველ პრეცედენტს არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შედეგად საავტორო უფლებების დამრღვევის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

BSA-ს სამართლებრივი მრჩეველი კახა შარაბიძე, იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი, აცხადებს, რომ მისი აზრით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვისა და აღსრულების სისტემის

გაუმჯობესებას მოემსახურება, ასევე გამოიწვევს საქართველოში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შემთხვევების შეუქცევად შემცირებას.

მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებულია არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებასა და კიბერ შეტევებს შორის კავშირი, საქართველოში კომპანიები აგრძელებენ არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, თუმცა ასეთი პროგრამების უნებართვო გამოყენების სტატისტიკა ბოლო წლებში გაუმჯობესდა, რაც საგანმანათლებლო პროგრამებისა და უფლებების ეფექტური აღსრულების შედეგია. კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესახებ BSA-ს გლობალური კვლევის Opportunity Through License Compliance1 შესაბამისად, 2015 წელს საქართველოში არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენების მაჩვენებელი 84% გახლდათ, რაც 6 ნიშნულით დაბალი ციფრია 2013 წლის მაჩვენებელზე.

Malware ვირუსის გავრცელების საფრთხე დრამატულად იზრდება იქ, სადაც არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენება ხდება – International Data Corporation-ის კვლევის მიხედვით, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას Malware -ს გავრცელების საფრთხე 33%-ია.2 2015 წელს Malware-ს მიერ გამოწვეულ ინციდენტებთან გამკლავება გლობალურად 400 მილიარდი დოლარი დაჯდა.3 სამწუხაროდ, კომპანიების მენეჯმენტი ხშირად არ ფლობს ინფორმაციას თუ რა კომპიუტერულ პროგრამებს იყენებს კომპანია და ლიცენზირებულია თუ არა აღნიშნული. კახა შარაბიძის განცხადებით, საქართველოში კომპანიების უმეტესობას არ ჰყავს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების რეგულირებული სისტემა; კომპანიების უმეტესობა კი რომლებსაც ჰყავთ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელი თანამშრომელი, არ ახორციელებს კომპიუტერული პროგრამების რეგულარულ აუდიტს და ლიცენზირების მეთვალყურეობას.

„კომპიუტერული პროგრამების არალიცენზირებული ვერსიების გამოყენებისას კომპანიები რისკავენ არამხოლოდ მათ სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ მაღალ სანქციებს, ასევე კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვას. იმის გამო, რომ კომპიუტერული პროგრამების არალიცენზირებულ ვერსიებს არ გააჩნია კიბერ შეტევებისგან დაცვის საშუალებები, ისინი წარმოადგენს კიბერ დამნაშავეთათვის ღია კარს კომპანიების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ კიბერ თავდასხმის რისკი ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების შეძენისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ეფექტური მენეჯმენტის სისტემის დანერგვის გზით.“ კახა შარაბიძე აცხადებს, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ეფექტურ მენეჯმენტს ახორციელებენ, იციან თუ რა პროგრამას იყენებენ, შეძენილია თუ არა პროგრამები ლეგიტიმური წყაროსგან, საშუალება აქვთ განახორციელონ მათ მიერ გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია, გამოიყენონ ის პროგრამები, რაც მათი ბიზნესის საჭიროებებს საუკეთესოდ პასუხობს და უსაფრთხოა.

BSA-ს შესახებ

BSA | The Software Alliance (www.bsa.org) წარმოადგენს ლიდერ კორპორაციას, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიის ადვოკატირებას ახორციელებს მთავრობების წინაშე და საერთაშორისო ბაზარზე. მისი დამფუძნებლები არიან მსოფლიოში არსებული ინოვატორი კომპანიები, რომლებიც ქმნიან ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფებს, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის გაძლიერებასა და თანამედროვე ცხოვრების გაუმჯობესებას. სათავო ოფისით ვაშინგტონში, აშშ, BSA ოპერირებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში. BSA ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს კომპიუტერული პროგრამების ლეგალურ გამოყენებას და უზრუნველყოფს სახელმწიფოების მიერ ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას.

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები