ხაშურის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურში, სოფელ მოხისთან მსუბუქი ავტომობილის არხში გადავარდნის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც ორმა გადმოხტომა მოასწრო და გადარჩნენ.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები