ზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა, 73 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს დაწესებულებას
“კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და 116 მსჯავრდებული შეიწყალა”, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომისიამ 858 პირის საქმე განიხილა. ქორიძის თქმით, შეწყალებული 116 მსჯავრდებულიდან, საპატიმრო დაწესებულებას 73 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს, მათ შორის 4 ქალია.
„73 მსჯავრდებულიდან 4 ქალბატონია. დანარჩენ 43 მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი შეუმცირდა სხვადასხვა დოზით. შეწყალების კომისია 19 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით მუშაობდა და კომისიამ 858 პირის საქმე განიხილა. კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და 116 მსჯავრდებული შეიწყალა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.