საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა – რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, ორი  პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში  ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 18 500 კოლოფი  უაქციზო სიგარეტი “მასტერი.“  ხოლო სამეგრელოს რეგიონში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების,  ჯამში  3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული სიგარეტების საერთო საბაზრო ღირებულება  42 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის  მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები