აზერბაიჯანის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამიტმა რეგულარული სახე მიიღოს, ხოლო შემდეგი სამიტი აზერბაიჯანში ჩატარდეს.
“ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ ეს სამიტები იყოს რეგულარული ხასიათის და მოდით, თუ წინააღმდეგი არ ხართ შემდეგი შეხვედრა ჩატარდეს აზერბაიჯანში და მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება ჩვენი მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთპატივისცემის”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
ალიევმა აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად თითოეულმა ქვეყანამ სარგებელი ნახა და კარგი გაკვეთილები მიიღო.
“ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დებატები და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება შედეგის მომტანი საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი კიდევ ერთხელ ახდენენ მეგობრული ურთიერთობების დემონსტრირებას და ეს ძალზე მნიშვნელოავანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ის გამოცდილება რომელიც ჩვენ მივიღეთ იქნება ალბათ მისაღები და საინტერესო, სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის. ამ თანამშრომლობის შედეგად თითოეულმა ქვეყანამ, მე ვფიქრობ, გამოიტანა ძალიან კარგი გაკვეთილები და სარგებელი ნახა”, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე.