ავარია თელავში- ერთი ადამიანი საავადმყოფოში მიყვანიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა

თელავში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, “ჰონდას” მარკის მანქანა გაზის ცისტერნებით დატვირთულ ავტომანქანას დაეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მგზავრების ამოყვანა მაშველებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ერთ-ერთი მათგანი ჰოსპიტალში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები