“თერგის” ბაზრობაზე ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ

“თერგის” ბაზრობაზე ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 35 ათეული სახანძრო-სამაშველო მანქანა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი  შენობის მე-3 სართულს გაუჩნდა, სადაც შერეული საქონელი იყიდებოდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც შენობიდან  საკუთარი ნივთების გამოტანას ცდილობენ, თუმცა სამართალდამცავები მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ შენობის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევს.

ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები