წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

წალენჯიხაში ქვეითად მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის მრავლობითი მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები