დავით ნარმანიამ „უსინათლოთა კავშირის“ წევრებს გიორგობა მიულოცა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს „უსინათლოთა კავშირის“ წევრებს შეხვდა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
ნარმანიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და არსებული პრობლემების მოგვარების ძირითად გზებზე ისაუბრა. თბილისის მერობის კანდიდატი „უსინათლოთა კავშირის წევრებს“ შშმპ-თვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, საცხოვრებელი და ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორებას და სამუშაო ადგილების შექმნას პირდება.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მოსაწესრიგებელია სავალი ბილიკები და საქალაქო ტრანსპორტი, გადასასვლელებზე დასაყენებელია ხმოვანი შეტყობინებები.
დავით ნარმანიას თქმით, საარჩევნო პროგრამაში ჩადებულია სპეციალური პუნქტი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნალურ შეღავათებს გულისხმობს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მერის უფლებამოსილებას ჩაიბარებს, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში უსინათლოთა უფრო მეტად ინტეგრირებას. ნარმანია პირობას დებს, რომ ისინი დედაქალაქის მმართველობაში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები