ციხელაშვილი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხზე: ვეჭვობ, რომ ეს ყველაფერი ხდება ხელოვნურად, დროის გაჭიანურების გამო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც ვრცელდება ოსურ და რუსულ მედიაში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, არის ძალიან წინააღმდეგობრივი.
მინისტრი თვლის, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება.
„ახლა არის დროის გაჭიანურების ტაქტიკა და სხვა ვერსიას არ ტოვებს. ისეც, ინფორმაცია რაც ვრცელდება ოსურ და რუსულ მედიაში მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, არის ძალიან წინააღმდეგობრივი. პირველი ვერსია იყო, რომ თითქოს წონასწორობა დაკარგა და კიბეებზე დაგორდა, მაგრამ ამავე ვერსიაში აღნიშნეს, რომ მის მიმართ ძალა იქნა გამოყენებული და ეს ეჭვგარეშეა. მერე თითქოს გარკვეული ექსპერტიზა ჩატარდა და გულის უკმარისობას დაბრალდა ეს ყველაფერი. ახლა კიდევ რა დამატებით ექსპერტიაზაზეა საუბარი?! მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხდება ხელოვნურად, დროის გაჭიანურების გამო“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა რადიო “პალიტრას” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები