“ საქართველოს და აზერბაჯანის ტერიტორიული მთლიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია“

მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს საერთაშორისო, უნივერსალურ ღირებულებებს დაეფუძნება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ განაცხადა.
„საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ მხარდაჭერა ამ პრინციპებისადმი, ასევე დავადასტურეთ, რომ ეს საკითხები, კონფლიქტები, რომლებიც რეგიონშია, სამშვიდობო ინიციატივებს უნდა დაეფუძნოს”, – აღნიშნა აბდულა გიულიმ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეეხო უკრაინის კრიზისსაც. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ კრიზისს აქვს უარყოფითი გავლენა მთლიანად რეგიონში სტაბილურობაზე და მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისის გადაწყვეტა დაფუძნებული იყოს საერთაშორისო სტანდარტებზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები