ფრანკფურტის აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა 28 წლის სირიელი დააკავეს, რომელიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. მისი დაკავება ფრანკფურტის აეროპორტში მოხდა.
როგორც ფრანკფურტის პროკურატურა აცხადებს, მამაკაცი ბრალდებულია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიაში მამაკაცი ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა, თუმცა 2017 წელს, კვლავ სირიაში გაემგზავრა. გერმანიაში ის სტამბულიდან სხვა სახელითა და გვარით ჩავიდა, აეროპორტში კი, მისი მყისიერი დაკავება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები