გიორგი ტყემალაძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო.
პარაკლისი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა და მას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.
დღესვე, გიორგი ტყემალაძემ საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.