თბილისში, მაღაზიაში ნიღბიანი პირი შეიჭრა – ბრალდებული დაკავებულია (ვიდეო)

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, შეიარაღებული, ნიღბიანი პირი შეიჭრა, რომელიც მოლარეს იარაღით დაემუქრა და თანხა გამოსძალა.
ამის შესახებ შს სამინისტროს ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები