“მაუწყებლების რაოდენობა 54-დან 98-მდე გაიზარდა, ეროვნული ღია სატელევიზიო მაუწყებლების რაოდენობა კი 4-დან 21-მდე”

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე, მაუწყებლების რაოდენობა 54-დან 98-მდე გაიზარდა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და მედია უფრო მრავალფეროვანი გახდა.

“საერთო მაუწყებლების რაოდენობა 44-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდაა ეროვნული ღია საეთერო მაუწყებლების მონაცემებში, სადაც 2012 წელს, 4 არხი მაუწყებლობდა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით), დღეს კი  ბაზარზე 21 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელია”,-აცხადებენ კომისიაში.

კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლიდან 2017 წლამდე, სარეკლამო შემოსავლებიც გაიზარდა. კერძოდ, 2012 წელს ტელეკომპანიებმა 63 355 996 ლარის შემოსავალი მიიღეს, 2017 წელს კი 25 658 525 ლარით მეტი, ანუ 89 014 521 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები