Amnesty International: საქართველოს ვალდებულება აქვს, დაიცვას ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ

Amnesty International-ის ანგარიშის პრეზენტაციაზე, ორგანიზაციის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, დენის კრივაშეევმა განაცხადა, რომ საქართველო წლების განმავლობაში რჩებოდა უსაფრთხო ადგილად იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდებოდა საერთაშორისო დაცვა. მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ეფექტიანი გამოძიებაა ჩასატარებელი.

“მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, იქმნებოდა წამებისა და არასამართლიანი სასამართლოს დიდი რისკი, ის არ უნდა დაბრუნებულიყო თურქეთში. აფგან მუხთარლის შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა, რაც ვნახეთ. საქართველო წლების განმავლობაში რჩებოდა უსაფრთხო ადგილად იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდებოდა საერთაშორისო დაცვა, მათ შორის, პოლიტმიგრანტებს აზერბაიჯანიდან, ვინც არასამართლიან სასამართლოს და სხვა სახის შევიწროებას განიცდიან აზერბაიჯანში. ამ ადამიანს ცუდი არაფერი ჩაუდენია, ის უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა დენის კრივაშეევმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის 2017 წლის ანგარიშში, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეებიც მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები