„ადმინისტრაციულ საზღვრებზე მავთულხლართების გაბმის პრაქტიკა ადგილობრივების უფლებებს ლახავს”
Amnesty International-ი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების შეზღუდვის საკითხიც მოხვდა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა გააგრძელეს. საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით კი, ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა.
„ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.