რიმა ბერაძე: სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება ჩვენი მმართველობის პირობებში არ შემცირებულა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

რიმა ბერაძის განმარტებით, თბილისის თვითმმართველობა სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის 50%-ს უნაზღაურებს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ სტატუსის მქონე სტუდენტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც უფინანსებს სწავლას და აკადამიური მოსწრების მიხედვით, კიდევ დამატებით ხდება სტუდენტების წახალისება.

„სრული სიცრუეა ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს, ჩვენი მმართველობის პირობებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება შევამცირეთ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მის განცხადებას გამოეხმაურა ასევე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი ადრე სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება მხოლოდ 50%-ით ხდებოდა, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სტუდენტებს მიეცათ საშუალება, რომ 100%-იანი დაფინანსება მიიღონ.

„ადრე 50% იყო მაქსიმალური ზღვარი, ხოლო ახლა სტუდენტებს შანსი მიეცათ, რომ აკადემიური მოსწრების მიხედვით, 100%-იანი დაფინანსება მიიღონ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები