ლევან ჟორჟოლიანი: რეორგანიზაციის შედეგად გამართულ და ხარისხიან საქალაქო სამსახურებს მივიღებთ

“მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად 22 თებერვლიდან მივიღებთ ისეთ სტრუქტურულ ერთეულებს და იმდენად გამართულ მერიას, რომლის შედეგადაც ყველა ის მუნიციპალური სერვისი, რომელსაც მერია ახორციელებს, აუცილებლად ხარისხიანი იქნება“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე განცხადებით, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და ურბანული განვითარების მიმართულებით რეორგანიზაციის შედეგად  მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯებია დაგეგმილი.

რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის კანდიდატურის ცვლილებას, ეს მისი თქმით, ჩვეულებრივი პროცედურაა. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კანდიდატთან მოლაპარაკების დროს გარკვეული ცვლილებები შეიძლება მოხდეს. ასევე მოხდა ვახტანგ ჯოხაძის შემთხვევაშიც, რომელიც ადრე იყო წარდგენილი ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

„ჩვენ მასთან, როგორც პროფესიონალთან, რომელიც ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული, გავაგრძელებთ ურთიერთობას. მერიისგან ვიცით, რომ მასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ის გადაინაცვლებს კერძო სექტორში, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ რუსუდან მირზიკაშვილზეც ისაუბრა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამ კანდიდატის კვალიფიკაცია იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ურბანულ  სფეროში მნიშვნელოვანი წარმატებებია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები