რევაზ სოხაძე: რუსუდან მირზიკაშვილის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსად დანიშვნა მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რუსუდან მირზიკაშვილის  კანდიდატურის წარდგენას,  საკრებულოს  ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა.  მისი თქმით, აღნიშნულ თანამდებობაზე რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურის წარდგენა, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც რევაზ სოხაძემ განაცხადა,  რუსუდან მირზიკაშვილის გამოცდილება ისტორიული ძეგლების, ძველ თბილისისა და  ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უკავშირდება. მისივე თქმით, თბილისის მთავრობის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ისტორიული უბნების აღდგენაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსუდან მირზიკაშვილის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები