გიორგი ტყემალაძე: ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის  კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება და თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურის წარმოდგენა მერის მხრიდან მართებული და დროულია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას დღეს მხარს დავუჭერთ“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიკა დათუკიშვილის საპასუხოდ, რომელმაც დღის წესრიგიდან მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა.

როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რუსუდამ მირზიკაშვილის კანდიდატურა ამ თანამდებობისთვის მართლაც შესაფერისია.

„ჩვენ ყველა გავეცანით მის ბიოგრაფიას. ის წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები