ზვიად სხვიტარიძე: „ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ მიმართ „ომეგას“  ბრალდებები აბსურდულია

კომპანია “ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ კორპორატიული დირექტორის ზვიად სხვიტარიძის განცხადებით, ის რაც ბოლო დღეებში ტელეკომპანია “იბერიასა“ და მისი მფლობელის “ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს აზიანებს.

“ის რაც ხდება, ამ დღეებში,  არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ, მთელ საქართველოში საინვესტიციო კლიმატის საწინააღმდეგოა. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია და მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, არის თითიდან გამოწოვილი. მათი მიზანი იყო,  100 მილიონი მიეღოთ ჩვენგან, საუბარია 5 პროცენტიან კომპანიაზე, რომელიც წაგებაზე მიდის ყოველწლიურად. 100 მილიონი არ ყოფილა ბოლო 12 წლის განმავლობაში მთელი ინდუსტრიით თამბაქოს კომპანიების შემოსავალი ერთად აღებული. რა თქმა უნდა, კონკრეტული მოთხოვნები ჩვენ წინააღმდეგ იყო აბსურდული. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება რასაც მხარი დაუჭირა უზენაესმა სასამართლომ დეკემბერში. კითხვები ჩნდება, ორი თვე გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში რა ხდებოდა? ეხლა დაირღვა მათი უფლებები და ეხლა მედიას ამოფარებულები ცდილობენ ქულების  დაწერას?“ – აცხადებს სხვიტარიძე.

კომპანია “ბრითიშ ამერიქან ტობაკოს“ დირექტორის განცხადებით, ის რაც ,,ომეგა“ ჯგუფმა დაიწყო, სხვა კომპანიებსაც აზარალებს.

“სამწუხაროდ, ეს საქმე, რაც ეხლა ხდება, აბსოლუტურად დამაზიანებელია სხვა კომპანიებისთვის და საქართველოს საინვესტიციო იმიჯისთვის. მთელი დღე სატელეფონო ზარებს  ვიღებ სხვადასხვა კომპანიებისგან და მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო პალატებისგან. ისინი აღშფოთებული არიან ამ პროცესებით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო და ამერიკული სავაჭრო პალატები განცხადებას გააკეთებენ“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები