კარლჰაინც კოპფი: საქართველო ადგას პროევროპულ გზას, რასაც მისი დემოკრატიული რეფორმებიც მოწმობს

0

ავსტრიელი გავლენიანი  პოლიტიკოსი, პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე კარლჰაინც კოპფი ქართველი დეპუტატების სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის ავსტრიაში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს შევხვდი სოფიო კილაძეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატს. მასთან ერთად აგრეთვე დეპუტატ ანრი ოხანაშვილს და საქართველოს საელჩოს საქმეთა მმართველ  მაკა ბოჭორიშვილს. საქართველო ადგას პროევროპულ გზას, რასაც მოწმობს  დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული მოცულობითი რეფორმები. ამის საპასუხო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლია 28 მარტს. მე მთელი დამაჯერებლობით მახარს ვუჭერ საქართელოს მიერ არჩეულ გეზს ევროპისკენ“,- წერს ავსტრიელი დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი