გიორგი კახიანი: საბოლოო ჯამში ვეტოს დავძლევთ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

კახიანის თქმით, უმრავლესობა რისკებს ვერ ხედავს.

„ავწონეთ რა ყველა არგუმენტი, რომელიც ვეტოს სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ იყო წარმოდგენილი, რისკები ჩვენ ვერ დავინახეთ, საბოლოო ჯამში ვეტოს დავძლევთ“, – აცხადებს გიორგი კახიანი.

პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე, პრეზიდენტის ვეტოს განხილვას, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები