სოზარ სუბარი: მარგველაშვილი ცდილობს ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის

დღეს გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარის თქმით, პრეზიდენტი თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც ახალმა კონსტიტუციამ განსაზღვრა, მაშინ ყველაფერი თავის ნორმაში ჩაჯდება.
„დღეს გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში ცდილობს, ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის. ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა. ამას უკეთებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. თუ ჩაეტევა იმ ჩარჩოებში, რაც ახალმა კონსტიტუციამ განსაზღვრა, მაშინ ყველაფერი თავის ნორმაში ჩაჯდება. ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად, გერმანიის პრეზიდენტს, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდეს, რის გაკეთებასაც დღეს მარგველაშვილი ცდილობს. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მოდელი, რომელიც შექმნა 2010 წელს სააკაშვილმა და რომელიც განმტკიცდა ახლა ბოლო ცვლილებებით, ეს არის დაახლოებით ის მოდელი, რაც არის გერმანიის კონსტიტუცია და ზოგადად, რაც არის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინსტიტუტების შერყევა მათი საფირმო ნიშანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები