ვანო ზარდიაშვილი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს, – რაც მეტ აბსურდს დააბრალებს ხელისუფლებას, მით მეტი ქულები დაეწერება მას.

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული და ფიქრობს, – რაც მეტ აბსურდს დააბრალებს ხელისუფლებას, მით მეტი ქულები დაეწერება მას. ნებისმიერი ობიექტური მოქალაქე ხედავს, რომ ქართულმა ოცნებამ ზუსტად რომ ინსტიტუტები ჩამოაყალიბა, გააძლიერა და არა პიროვნებები. ეს წინა ხელისუფლების მახინჯი პრაქტიკა იყო. ინსტიტუციურ მართველობას აზრი არ ქონდა და ყველა საკითხს ორი სამი ადამიანი წყვეტდა. როგორც ჩანს მარგველაშვილს ამის მოთხოვნილება გააჩნია. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი და პარლამენტი გამართულად, დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობენ ხელისუფლების დაბალანსების პრინციპების საფუძველზე. მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მის კომპეტენტიაში არავინ ერევა. უბრალოდ სამარცხვინოა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამ რეალობას არ და ვერ ხედავს ან არ უნდა რომ დაინახოს. არსებობს საერთო, ეროვნული, ქვეყნის ინტერესები, რომელიც ვიწრო, მერკანტილური ინტერესის გამო არ უნდა დაამახინჯო და დააზიანო და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანო.

ამასთან, ერთი მარტივი კითხვა ბატონ პრეზიდენტს: ოთხი წელია ქვეყნის პრეზიდენტია და რა სიკეთე მოუტანა საქართველოს გარდა იმისა, რომ 40 მილიონზე მეტი აითვისა ბიუჯეტიდან – რაში დახარჯა და გამოიყენა ეს თანხა ქვეყნის საკეთილდღეოდ?”,- განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები