დავით სუჯაშვილი: რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები და რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს საფრთხეს

რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს – ამის შესახებ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსმა დავით სუჯაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
დავით სუჯაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
მისი შეფასებით, საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა შედგა.
„დღეს დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ ქვეყანაზე – მაგალითად, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს“, – განაცხადა სუჯაშვილმა.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის განცხადებას, რომ მთავარი საფრთხე არის თურქეთი, დავით სუჯაშვილის განცხადებით, თურქეთი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა.
„თურქეთი არის საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყანა – შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ამ მხრივ გამოვყოფდი აშშ-ს“, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები