იან კელი: აუცილებელია მოქალაქეებს კარგად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ დაემორჩილონ ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებს

აუცილებელია მოქალაქეებს კარგად მივაწოდოთ და აიხსნას ინფორმაცია, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაემორჩილონ იმ რეგულაციებს და წესებს, რაც შეთანხმებაში არის გაწერილი – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განუცხადა.
ჟურნალისტებმა მას მიმართეს კითხვით, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ ვიზალიბერალიზაციას პრობლემა არ შეექმნას.
„ალბათ, ამ შეკითხვით უნდა მიმართოთ ჩემს კარგ მეგობარ იანოშ ჰერმანს და ზუსტად დღევანდელი დღეც ეძღვნებოდა კომუნიკაციებს და ტრენინგს ამ მიმართულებით. შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებს კარგად მივაწოდოთ და აიხსნას ინფორმაცია, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაემორჩილონ იმ რეგულაციებს და წესებს, რაც შეთანხმებაში არის გაწერილი, არ დაარღვიონ გაწერილი წესები. უმთავრესად, ეს შეეხება ნებართვებს, დროის ხანგრძლივობას, თუ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩნენ ტერიტორიაზე. აღნიშნული აუცილებლად ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. სწორედ სტრატეგიული კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად მიეწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია“,- განაცხადა იან კელიმ.
აშშ–ის ელჩმა აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. მან სტრატეგიული კომუნიკაციის ტრენინგების დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები