საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას მასპინძლობს

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას (integrated Regulatory Review Service (IRRS)) მასპინძლობს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, მისიის წარმომადგენლებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე შეხვდა. მისია მიზნად ისახავს საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი სისტემის შესწავლას და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას. მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებით, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაეცნობიან სხვადასხვა უწყების საქმიანობას რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით. აღსანიშნავია, რომ მისიის რეკომენდაციების შესრულება გადამოწმდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ე.წ. “follow up” მისიის მიერ. „ატომური ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩამოსულია მისია, რომელიც შეისწავლის ატომური და ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურას და სისტემას საქართველოში. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამართული სისტემა, რომელიც პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს. ერთის მხრივ, საქართველოს დადებითი იმიჯისთვის, მეორეს მხრივ, კონკრეტული შედეგისთვის, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ შეხვედრაზე.
მისიის მოსამზადებელ პერიოდში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტებმა განახორციელეს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის თვითშეფასება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი SARIS (Self-Assessment Tool) სისტემის მეშვეობით. თვითშეფასების ანალიზის შედეგად შემუშავდა სამოქმედო გეგმის პროექტი. შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები