კახა კალაძე რუსული კომპანია „ნიკარემსტროის“ საკითხზე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს

მინდა დაგარწმუნოთ და იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსული კომპანია „ნიკარემსტროის“ ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიცირების საკითხს.
მისივე თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.
„არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ცნობისთვის, სატენდერო კომისიამ შპს “ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები