“კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ბაღებში მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვების ჯანმრთელობისა და აცრების შესახებ”

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, ერთ-ერთ ბაღში ჩუტყვავილას ვირუსით მცირეწლოვნის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათი კატეგორიული მოთხოვნაა, ბაღებში მშობლებმა, ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით, ცნობა წარმოადგინონ.
“რაც შეეხება შემოწმებას, ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, ამან მშობლებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მოსვლის პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, როცა საუბარია პატარებსა და ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობაზე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები