20 თებერვალი

11:00 საათზე – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „საგზაო უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტი“ და რეკომენდაციები, რომელიც ნებისმიერი მძღოლისთვის სავალდებულო უნდა იყოს.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 1, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565.

11:30 საათზე – საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ემზარ კვიციანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში პარლამენტში; ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები და რუსეთის პროპაგანდა; სამხედრო რეზერვი და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 1, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565.

20 თებერვალს, 11:00 საათზე, ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე ახალ პროექტს წარადგენენ.
„112“-ის ახალი პროგრამა გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას.
საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე ‭591 004 931‬

20 თებერვალს, 12:00 საათზე, თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
მის: ჟ.შარტავას 7

10:45 ზე, სასტუმროში ,,ბილტმორი” საავიაციო ფორუმ #CONNECT2018 -ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და საფრანგეთის აეროპორტის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი კარენ ბუტო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები