ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე იკრძალება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები