თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონების და გახოკიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ყურაშვილის, ფერაძის, შარაშიძის, ღლონტის და ჩოხელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ასევე ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის და შევარდენიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 12.00 საათიდან 15.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიშველაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები