გამგებელი:აღმაშენებელზე ცეცხლი პრაქტიკულად ლოკალიზებულია

აღმაშენებლის გამზირზე  ხანძარი პრაქტიკულად ლოკალიზებულია,- ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ცეცხლი არა ყოფილ „მიხაილოვის საავადმყოფოს“, არამედ აღმაშენებლის #60-ში მდებარე ისტორიულ შენობას გაუჩნდა.

როგორც ჩიკვილაძემ აღნიშნა,  ამ დროისთვის სხვა შენობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მისი თქმით, დამწვარია შენობის სხვენის 800-1000 კვადრატი.
“შესაბამისი სამსახურები ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს მალე დაადგენენ. სასიხარულოა, რომ მსხვერპლი არ არის. ხანძარი პრაქტიკულად ლოკალიზებულია. რაც მთავარია ამ არ არსებობს საფრთხე ცეცხლის გავრცელების”,- განაცხადა გამგებელმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილზე 12 სახანძრო მანქანა მუშაობს და მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის სხვენს გაუჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები