წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ყოფილ შენობაში ხანძარია

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ყოფილ შენობაში  (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო) ხანძარია. როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი დაწესებულების სახურავს უკიდია. ადგილზე 12 სახანძრო მანქანაა მობილიზებული და ამ დროისთვის მეხანძრე მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა, რადგან იგი დიდი ხანია უფუნქციოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები