ილია მეორე: ცოდვა ეს არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს

ცოდვა ეს არის საშინელი ვნება, რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე –  ამის შესახებ სამების ტაძარში შენდობის ლოცვის ჩატარების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

„ცოდვა ეს არის საშინელი ვნება, ეს არის რომელიც ღუპავს ადამიანს, ეს არის ის ხორცმეტი, რომელიც არის ადამიანის სულზე, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეს ყოველი ადამიანი. ამიტომაა, რომ წმინდა მამა ამბობს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. როგორ უნდა განიცადოს ადამიანმა ცოდვა, თუ უპირველეს ყოვლისა, უნდა განიცადოს ადამინმა გულით და გონებით. არ შეიძლება, ჩვენ ვცნობდეთ ცოდვას, მხოლოდ გონებით, უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა.

“ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა, ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა, ღმერთო შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, ბერ-მონაზვნებსა, ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას და მოხუცებულთა, ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა, ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრებთა თანამემამულეთა, ღმერთო, შემინდე მე ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ მე ცოდვები ჩემი”,- აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები