ლევან ჯაფარიძემ და გიორგი ჩაკვეტაძემ გარბენში გამარჯვებულები დააჯილდოეს

საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს პირველად ქვეყანაში მთის ნახევარმარათონი გაიმართა.
დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, გარბენს, რომლის მარშრუტი კუს ტბის სარბენი ბილიკიდან უძოს მთამდე და უკან, კუს ტბამდე განისაზღვრა, საკრებულოს წევრები ლევან ჯაფარიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.
მთის ნახევარმარათონის ფარგლებში, დამატებით მედია გარბენიც შედგა, რომელშიც მონაწილეობა ჟურნალისტებმა მიიღეს. როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, მარათონში მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 170-მა უცხოელმა და 160-მდე ქართველმა მსურველმა მიიღო. მთის ნახევარმარათონში გამარჯვებული ჟურნალისტები საკრებულოს წევრებმა და საქართველოს მთის მარათონის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან ოქროპირიძემ სამახსოვრო საჩუქრებითა და მედლებით დააჯილდოეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები