გიორგი კვირიკაშვილი: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო

გიორგი კვირიკაშვილი: უდიდეს მწუხა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერი საქართველოს მთავრობის სახელით დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 66 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, –აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები